საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

სურათი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიისა და ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ასოცირებულმა პროფესორმა ინგა დიასამიძემ წარადგინა მოხსენება „ბიომრავალფეროვნების კონვენციების და კონსერვაციული სტრატეგიების შესახებ“, ასოცირებულმა პროფესორმა ნათელა ვარშანიძემ კი „აჭარის წითელი ნუსხის სახეობების თანამედროვე მდგომარეობის შესახებ“. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მაჭახელას ეროვნული პარკის თანამშრომლები.

მაჭახელას ეროვნული პარკის რესურსების უფროსმა სპეციალისტმა მარად იაკობაძემ სტუდენტებს გააცნო „მაჭახელას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება“, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისათვის საჭირო ხელსაწყოები (ფოტოხაფანგი, GPS ნავიგატორი, ბინოკლი) და პრაქტიკულად აუხსნა, როგორ ხდება დაკვირვება/ მონიტორინგი. ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტმა დინა მახარაძემ ახალგაზრდებს წარუდგინა მაჭახელას ეროვნული პარკის ეკოტურისტული შესაძლებლობები და მარშუტები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბიომრავალფეროვნების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა