
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიისა და ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ქობულეთის დაცულ ტერიტორიის ვიზიტორთა ცენტრში ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ქობულეთის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების ძირითად მახასიათებლები და შემდგომ საველე ლაშქრობა ისპანი II ტორფნარში გაგრძელდა. სტუდენტებმა ბუნებრივ ჰაბიტატში ნახეს უნიკალური სახეობები, კერძოდ სფაგნუმის ხავსის ხალიჩები, სამეფო გვიმრა, მწერიჭამია დროზერა, ყვითელი ზამბახი, ყვითელი დუმფარა, იელი, პონტური შქერი, ნემსიყლაპიები და სხვა. შეხვედრა და ეკოტური ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოსდაცვით გამოწვევებზე ახალგაზრდობის ცნობიერების გაზრდას და მათ აქტიურ ჩართულობას. 1972 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა და 1974 წლიდან გარემოს დაცვის დღე მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნება.
უკან |