
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 წლის სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის ,,მოძრავი ქიმიური ლაბორატორია’’ ფარგლებში, ქიმიის საბაკალავრო პროგრამის პირველი-მეორე და სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები ქიმიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ეწვივნენ სსიპ დაბა ხულოს საჯარო სკოლას.
სკოლაში ჩატარდა მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ინტერაქციული აქტივობა. ქიმიის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტმა სალომე გოგიტიძემ მოსწავლეებს გააცნო ქიმიის სპეციალობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ისაუბრა ამ მიმართულებით უნივერსიტეტში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
ქიმიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა კახა კოტრიკაძემ კი მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია სტუდენტთა მიერ დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ქრომატოგრაფიულ ცენტრში ჩატარებული კვლევების შესახებ. ღონისძიება გაგრძელდა სახალისო-შემეცნებითი ქიმიური ექსპერიმენტებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით და სიხარულით ჩაერთნენ. დასასრულს კი მოსწავლეებისთვის სახალისო ვიქტორინა გაიმართა.
უკან |