საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ქიმიის ფესტივალი ბსუ-ში

სურათი

ქიმიის დეპარტამენტში ჩატარდა ქიმიის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სსიპ ახალსოფლის საჯარო სკოლის, სსიპ თხილნარის №2 საჯარო სკოლის, ქ. ბათუმის №18 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ბსუ-ს ქიმიის სპეციალობის სტუდენტებმა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართა ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაია ვანიძემ. მან ისაუბრა ქიმიის სასწავლო პროგრამებზე, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებსა და სტუდენტურ ცხოვრებაზე.

ფესტივალის ძირითადი ნაწილი დაეთმო სახალისო ცდებს, რომელიც ჩაატარეს ქიმიის სპეციალობის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებმა. ფესტივალის მონაწილეებმა დაათვალიერეს ქიმიის დეპარტამენტის სასწავლო ლაბორატორიები და დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი. ფესტივალის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ქიმიის დეპარტამენტს გულითადი მასპინძლობისათვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა