საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ფაკულტეტმა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მობილობით ყაზახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

სურათი

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტმა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მობილობით 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში, კ. ზუბანოვის სახელობის აკტობეს რეგიონალური (ყაზახეთის) სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კაბილ არინაზს და  აბილკასიმ ინგკარს უმასპინძლა.

მათ ერთი სემესტრის განმავლობაში გაიარეს ბიოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო  პროგრამების სხვადასხვა სასწავლო კურსები: ბიომრავალფეროვნება და კონსერვაციის სტრატეგიები, მცენარეთა ეკოლოგიური მორფოლოგია, მოდული მიკრობიოლოგია, ბიოუსაფრთხოება, კლინიკური გენეტიკა, გენომიური ტექნოლოგია, მოდული - შესავალი ბიომედიცინაში, მოდული - ზრდა და განვითარება,  უჯრედული ბიოლოგია და მოდული - დაცვა და იმუნიტეტი. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თეორიულ ცოდნასთან ერთად მიეღოთ პრაქტიკული და ლაბორატორიული გამოცდილება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა