საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სილესიას სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ იან ზეიდას ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლონეთის კატოვიცას უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ეგიდით, სილესიას სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იან ზეიდა ეწვია. რექტორთან გამართულ შეხვედრაზე ექსპერტ–ეპიდემიოლოგმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და ერთობლივ სასწავლო-სამეცნიერო პროექტებზე ისაუბრა. ევროპაში რესპირატორული დაავადებათა გავრცელების მკვლევარმა ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია ჩაატარა ასთმის დიაგნოსტირების საკითხებზე. მომხსენებელმა ისაუბრა დაავადების სირთულეებსა და რესპირატორული დაავადებების გამომწვევ გარემოებებზე. პროფესორ ზეიდას ხელშეწყობით ბათუმის დედათა და ბავშვთა ალერგოლოგიური ცენტრი სილესიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიურ დეპარტამენტთან ერთად, ახორციელებს რესპირაციულ დაავადებათა შესწავლის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს აჭარის I-VIII კლასის 6000 მოსწავლის რესპირატორული დაავადებისა და ასთმის დიაგნოსტიკას. პროგრამის მიზანია რეგიონში ასთმის დიაგნოსტირების გაუმჯობესება და მისი გაკონტროლება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა