ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ორგანიზებითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მხარდაჭერით სასწავლო ცენტრი გაიხსნა. სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრი სწავლების თანამედროვე მეთოდებით, თეორიული ლექცია–სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობის გზით უზრუნველყოფს სტუდენტებისა და სამედიცინო პერსონალის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე დაფუძნებულ სწავლებას, უწყვეტ სამედიცინო განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. საერთაშორისო პროფესიულ ასოციაციებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სასწავლო ცენტრში ტრენინგებს ჩაატარებენ გამოცდილი ქართველი და უცხოელი ექსპერტები. სწავლება დაეხმარება აჭარის სამედიცინო პერსონალს მსოფლიო მედიცინის უახლესი მიღწევების გაცნობაში.
უზრუნველყოფს აჭარის სამედიცინო პერსონალისთვის უწყვეტ სამედიცინო განათლებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.
საერთაშორისო პროფესიულ ასოციაციებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად სასწავლო ცენტრში ტრენინგებს ჩაატარებენ გამოცდილი ქართველი და მოწვეული უცხოელი ექსპერტები, რაც განაპირობებს აჭარის სამედიცინო პერსონალის მუდმივ წვდომას მსოფლიო მედიცინის უახლეს და თანამედროვე მიღწევებზე.
სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრი სწავლების თანამედროვე მეთოდებით, თეორიული ლექცია–სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობის გზით უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის პრაქტიკულ უნარჩვევებზე დაფუძნებულ სწავლებას.
სასწავლო ცენტრი განთავსებულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში. ეგნატე ნინოშვილის ქ. 35, ბათუმი, აჭარა.
უკან |