საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ქიმიის სპეციალობის სტუდენტები გაცვლითი პროგრამით ფარგლებში უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლობენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის სპეციალობის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული უცხოეთის გაცვლით პროგრამებში. ქიმიის სპეციალობის III კურსის სტუდენტი ეთერ მგელაძე ექვსი თვით გაემგზავრა პორტუგალიის ქალაქ ბრაგას უნივერსიტეტში. ქიმიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტები მაგდა მგელაძე და თეონა სურმანიძე გაცვლით პროგრამის Mevlana-ს ეგიდით რამდენიმეთვიან სასწავლო კურსს გაივლიან რიზეს უნივერსიტეტში (Recep Tayyip Erdogan University). ქიმიის მაგისტრატურის I კურსის სტუდენტმა ლია აბულაძემ გაიმარჯვა პროგრამაში „იუნესკო პოლონეთის ერთობლივი სტიპენდიები“ და  ექვსი თვით მივლინებულია ქალაქ კრაკოვის უნივერსიტეტში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა