საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

„კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“

სურათი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდმა სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ შედეგები გამოაქვეყნა. 2015 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 14 პროექტიდან სამი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ხელმძღვანელობით მომზადდა. კონკურსი მიზნად ისახავს მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლებას, განათლებისა და კვლევების დაახლოებას, კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესებას მეცნიერებით, მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობას და პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებას მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად.

2015 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები:

  1. პროდუქტების ნატურალობის კონტროლი

პროექტის  ხელმძღვანელი ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი ალეკო კალანდია. კვლევა განხორციელდება ქ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის #1 საჯარო სკოლაში

  1. თამბაქოს მოხმარების გავლენის შესწავლა ცოცხალი ორგანიზმების ზრდაგანვითარებაზე

პროექტის ხელმძღვანელი ბიოლოგიის დეპარტამენტის  ასოცირებული პროფესორი  მარინა ნაგერვაძე. კვლევა განხორციელდება ქ. ბათუმის #2 საჯარო სკოლაში

  1. გარემოს რადიაციული და ქიმიური დაბინძურება ქ. ბათუმში

პროექტის ხელმძღვანელი ბიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გუგული დუმბაძე. კვლევა განხორციელდება ქ. ბათუმის #14 საჯარო სკოლაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა