საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

უნივერსიტეტში „დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში "დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი" გაიხსნა. ცენტრი შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის (AP/96/13, ხელმძღვანელი - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ალეკო კალანდია) ფარგლებში შეიქმნა. უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის გახსნა მნიშნელოვანია რეგიონში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისათვის. დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ქრომატოგრაფიულ ცენტრში  განხორციელდება საერთაშორისო დონის მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კვლევები.

პრაქტიკული ღირებულება გააჩნია ლაბორატორიას რეგიონში მოქმედი საწარმოებისათვისაც. ქვეყანა ვერ შეძლებს საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გატანას ქიმიური შედგენილობის მაღალკვალიფიციური კვლევისა და მონიტორინგის გარეშე. შესაბამისად სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებლები და სასმელი წყლის მომწოდებელი ორგანიზაციები ისარგებლებენ ცენტრის მომსახურებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა