ეკოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებაში: „უფრო ახლოს ბუნებასთან“, რომლის მიზანია მოზარდებში ბუნებისა და გარემოს დაცვის პროპაგანდა. სტუდენტები გაეცნენ ბოტანიკურ ბაღში არსებულ რელიქტური კოლხური ტყის შთენილის ეკოსისტემების მრავალფეროვნებას, წარმოდგენილ რელიქტურ და ენდემურ სახეობებს. გაიმართა დებატები ბუნებრივი ეკოსისტემების კონსერვაციული ღონისძიებების, ეკოლოგიური პრობლემებისა და მათი პრევენციის გზების შესახებ.
უკან |