ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ზედა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ სუბტროპიკულ მცენარეთა ხილის გამოფენას დაესწრნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტიკური და ადგილობრივი ფლორის საკვებად გამოსადეგი 30-მდე სახეობისა და ფორმის ციტრუსი და 25 სახეობის ხეხილ-კენკროვანები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო როგორც ნედლეულის, ასევე მისგან დამზადებული პროდუქციის დეგუსტაცია.
უკან |