
სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ წარმომადგენლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ და ორგანიზაციის სტაჟირების პროგრამა, ვაკანტური ადგილები და არსებული სიახლეები გააცნეს. სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ აჭარის რეგიონში 7 კლინიკას მართავს, მათ შორის ბათუმში ორი დიდი სამედიცინო ცენტრი ფუნქციონირებს: ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი და ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანრმთლობის ცენტრი.
უკან |