საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ყაზახი მაგისტრების გაცვლითი პროგრამა დასრულდა

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყაზახი სტუდენტების  გაცვლითი მოკლევადიანი პროგრამა დასრულდა. მარატ  ოსპანოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 16 მაგისტრანტმა საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტზე წარმატებით გაიარა საგანმანათლებლო პროგრამა ‘’სამეცნიერო კვლევითი პროექტების ჩატარება მედიცინაში: პრინციპები, მეთოდოლოგია და პრაქტიკა’’. 
 
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს  ტრენინგები  ჩაუტარდათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებული მტკიცებითი მედიცინის ძირითად პრინციპებზე, კლინიკური გაიდლაინის ვალიდურობაზე და პრაქტიკულ. ღირებულებაზე, ჯანდაცვასა და მედიცინაში სტატისტიკის როლზე და მნიშვნელობაზე.  სამეცნიერო კვლევითი პროექტების მეთოდოლოგიის და პრაქტიკის შესწავლა განხორციელდა სამედიცინო კორპორაცია ‘’ევექსის’’ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის ფილიალის ბაზაზე.
 
აღნიშნული პროგრამა  პირველი პრეცენდენტია  დასავლეთ საქართველოში უცხოენოვანი სამაგისტრო პროგრამის  განხორციელებისა ჯანდაცვის მიმართულებით. პროექტის ხელმძღვანელი საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი  სალომე ღლონტია.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა