საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია

სურათი
26-28 თებერვალს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიისა და ეკოლოგიის მაგისტრებმა მონაწილეობა მიიღეს  ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 75 წლისთავს მიეძღვნა.
 
მაგისტრების მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:
 
თამარ გორგოშაძე: „რეზუს სისტემის ფენოტიპირება, ალელთა და ჰაპლოტიპთა სიხშირის განსაზღვრა დონორებში (აჭარის რეგიონის მაგალითზე), მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორები მარინა ნაგერვაძე და ლეილა ახლედიანი;
 
თამარ გოგოლიშვილი: „დალტონიზმის გავრცელების რეგიონალური მახასიათებლები“, მეცნიერ - ხელმძღვანელი პროფესორი დავით ბარათაშვილი და ასოცირებული პროფესორი მარინა ნაგერვაძე;
 
ელზა გოგიტიძე: „CA- 15-3 ონკომარკერისა და სასქესო სტეროიდული ჰორმონების შესწავლა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებით დაავადებულ ქალებში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ბიოლოგიის დოქტორი ირინა ნაკაშიძე;
 
მარიამ ცეცხლაძე: „ეკოლოგიური აგრესია და ჯანმრთელობა“, მეცნიერ -ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნინო ლომთათიძე;
 
ქეთევან მემარნე: „სასმელი წყლის ხარისხის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“,  მეცნიერ -ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნინო ლომთათიძე.
 
კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოსა და ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდის მხარდაჭერით, ბაკურიანში ჩატარდა.
 
კონფერენციის დასასრულს სტუდენტები  სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა