საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

საერთაშორისო კონფერენცია ბაკურიანში

სურათი

ბაკურიანში მედიკოსთა ტრადიციული 39-ე საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია „თანამედროვე კლინიკური მედიცინა, მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები“-ის  ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-პრაქტიკული სესია ჩატარდა, სადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერებმა და სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.  კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მედიცინის აქტუალურ საკითხებზე შემდეგი მოხსენებები:

1.      „ლიპიდური ცვლის თავისებურებანი მენოპაუზის ასაკის სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებით დაავადებულ ქალებში“-  ბიოლოგიის დოქტორი, ირინა ნაკაშიძე;

2.      „ზოგიერთი ონკომარკერისა და ჰორმონული სტატუსის შესწავლა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებით დაავადებულ ქალებში“. ბიოლოგიის მაგისტრი, ელზა გოგიტიძე.

3.      „ფერთა სიბრმავის თავისებურება აჭარის პოპულაციის მაგალითზე“ - ბიოლოგიის  II  კურსის მაგისტრანტი, თამარ გოგოლიშვილი.

4.      „დონორთა კვლევა ერითროციტულ  ჯგუფურ ანტიგენებზე“. ბიოლოგიის  II  კურსის მაგისტრანტი, თამარ გორგოშაძე.

კონფერენციის დასკვნით ეტაპზე მონაწილეები  დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა