
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ დოლბაიამ საჯარო ლექცია ჩაატარა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. საჯარო ლექციის თემა გახლდათ ,,საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება შავიზღვისპირა მდებარეობისადმი და საპორტო ქალაქების განვითარების პერსპექტივები“. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის შემდეგაც გამოითქვა ორმხრივი სურვილი ამ ფორმატით საჯარო ლექციების ციკლის გაგრძელებისა.
უკან |