საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ტყის საერთაშორისო დღე

სურათი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  ბიოლოგიის სპეციალობის  სტუდენტების მონაწილეობით ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ბაღის ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თემურ ვასაძემ სტუდენტებისათვის   სემინარი ჩაატარა: „აჭარაში გავრცელებული „საქართველოს წითელი ნუსხის“ მერქნიანი მცენარეები“. ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებმა დაათვალიერეს ბაღის ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფიტოგეოგრაფიული განყოფილება, სადაც სტუდენტებს „საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებზე“ ამომწურავი ინფორმაციები მიაწოდეს ბაღის ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ხარაზიშვილმა და ჰერბარიუმის ფონდის ხელმძღვანელმა ნინო მემიაძემ. სტუდენტებმა, ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფიტოგეოგრაფიული განყოფილების იშვიათ მცენარეთა ნაკვეთში, „საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის“ - ლაფანის ნერგები დარგეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა