15 მაისს, ფრინველთა მიგრაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა და ეკო-ტურის წევრებმა აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ორგანიზებით ჭოროხის დელტაში გასვლითი ღონისძიება განახორციელეს.
სტუდენტებმა გარემოს დაცვის ასოციაცია „ფსოვის“ დირექტორის, ჯიმშერ მამუჭაძის ღია ლექცია მოისმინეს ფრინველთა მიგრაციის ფენომენის შესახებ და ბინოკულარის საშუალებით გადამფრენ ფრინველებს დააკვირდნენ.
გასვლითი ტური ჭოროხის დელტაში ასისტენტ პროფესორის ლალი ჟღენტისა და ეკო-კლუბის ხელმძღვანელის ასოცირებული პროფესორის ნანი გვარიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
უკან |