საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

შეხვედრა დაბა შუახევის საჯარო სკოლისა და სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

სურათი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის სპეციალობის პირველკურსელები  დაბა შუახევის საჯარო სკოლისა და სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. სტუდენტებმა მოსწავლეებს  აჭარის რეგიონში ფართოდ გავრცელებული პარაზიტული დაავადებების: ენტერობიოზის, ასკარიდოზის, ტრიქოცეფალოზისა, ლამბლიოზის პათოგენეზზე მიაწოდეს ინფორმაცია და მოსალოდნელ გართულებებსა და პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე ესაუბრეს. 

პარაზიტულ დაავადებათა მკურნალობის გზებსა და ჰიგიენური წესების  დაცვის მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეებს აჭარის ა?რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-პარაზიტოლოგი ია დავითაძე ესაუბრა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარინა ქორიძემ კი ახალგაზრდებს   უნივერსიტეტის,  ფაკულტეტის მიღწევებისა  და ფაკულტეტზე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.


საინფორმაციო შეხვედრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ მარინა ქორიძისა და ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნინო ლომთათიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა