საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ლაშქრობა მტირალას ეროვნულ პარკში

სურათი

5 ივნისს, გარემოს დაცვის  მსოფლიო  დღის აღსანიშნავად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიის, ბიოლოგიისა და მედიცინის მიმართულების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს, აჭარის არ  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ორგანიზებულ ლაშქრობაში, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში ჩატარდა.   

ლაშქრობის მიზანი იყო გარემოსდაცვითი მიმართულებით ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება და მათი აქტიური ჩართულობა გარემოს დაცვის საკითხებში. მტირალას ეროვნული პარკის ისტორიასა და ეკოლოგიურ საკითხებზე სტუდენტებს ესაუბრნენ: ბიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ინგა დიასამიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის უფროსი დათო წეროძე და მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსი ფრიდონ შერვაშიძე.

ლაშქრობის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინა ქორიძე, ბიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი პროფესორი, დავით ბარათაშვილი, ასოცირებული პროფესორი ნინო ლომთათიძე, ასისტენტ პროფესორი გუგული დუმბაძე, ინგა დიასამიძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა