საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სტუდენტ-მედიკოსთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია - „მედეა-2016’’

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით სტუდენტ-მედიკოსთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია - ,,მედეა-2016’’ჩატარდა. კონფერენცია საქართველოს მედიკოს სტუდენტთა სამეცნიერო განვითარებას, უნივერსიტეტებს შორის კოლაბორაციას, სამედიცინო განათლების სფეროს ინტეგრირებასა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას ემსახურებოდა.

ერთობლივი კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს პირველად ჩატარდა და მასში დარეგისტრირებული სამივე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  50-მდე დელეგატი კლინიკური და თეორიული მედიცინის სექციაში მუშაობდა. თემატიკა მოიცავდა მედიცინის თითქმის ყველა მიმართულებას. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ თავიანთი სამეცნიერო  და რეფერატული ნაშრომები და მიეღოთ დისკუსიაში მონაწილეობა.

ორგანიზატორებს დაგეგმილი აქვთ აღნიშნული კონფერენციის  ყოველწლიურად ჩატარება უნივერსიტეტებში, რომლებიც სამედიცინო მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა