ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის კლინიკური თერაპიის დეპარტამენტის ინიციატივით (ხელმძღვანელი პროფ. სალომე ღლონტი) ჩატარდა პილოტირებული გამოცდა კლინიკური უნარ-ჩვევების სასწავლო კურსში OSCE (Objective Structured Clinical Examination) მეთოდოლოგიის გამოყენებით. მედიცინის III კურსი, მასწავლებელი თამარ მხატვარი.
გამოცდა თანამედროვედ აღჭურვილი უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. სტუდენტებისათვის მოეწყო ხუთი საგამოცდო სადგური, რომელსაც ტრენირებული ინსტრუქტორები ესწრებოდნენ. პროგრამისა და სილაბუსის საფუძველზე სპეციალურად შემუშავდა კლინიკური უნარ-ჩვევების შეფასების მეთოდები. გამოცდა წარმატებით ჩააბარა 14 სტუდენტმა.
უკან |