საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

პორტოს უნივერსიტეტის პროფესორის ელიზიუ მანუელ სოუსა კოშტას საჯარო ლექცია

2016 წლის 22, 23, 24 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პორტოს (პორტუგალია) უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მკვლევარის, პროფესორ ელიზიუ მანუელ კოშტას საჯარო ლექციათა ციკლი.

საჯარო ლექცია ჩატარდება თემებზე: ტერმინალური სტადიის თირკმლის დაავადება და მისი ასოციაცია ანთების პროცესთან. ორგანიზმში მიმდინარე რკინის მეტაბოლიზმის ცვლილებები. პაციენტების ცხოვრების ხარისხი და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

მომხსენებელი ისაუბრებს თირკმლის ქრონიკულ დაავადებებზე, ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე და რკინის მეტაბლოზმის ცვლილებაზე, დიალიზსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე, პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

(იხილეთ საჯარო ლექციების ჩატარების გრაფიკი).

 

  

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა