საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექციათა ციკლი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ეკოლოგიის აკადემიის აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექციათა ციკლი დაიწყო თემაზე: „ნედლეულის  ეკონომიკა (ნედლეულის როლი მსოფლიო ეკონომიკაში)“. მომხსენებელი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თანამედროვე ეკონომიკის აქტუალურ საკითხებს გააცნობს. მეცნიერი სამი დღის განმავლობაში ისაუბრებს ნავთობისა და გაზის ეკონომიკასა და გეოპოლიტიკაზე, ოქროს ეკონომიკასა და გეოპოლიტიკაზე; ალმასის ეკონომიკასა და გეოპოლიტიკაზე. აკადემიკოსი ალექსანდრე თვალჭრელიძე ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ნედლეულის როლი გლობალიზებულ სამყაროში, საქართველო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მსოფლიო სანედლეულო ბაზრებზე: გამოწვევები და პერსპექტივები. საჯარო ლექციათა ციკლი აჭარის არ.განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით  იმართება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა