4-5 იანვარს, თბილისში, CENN-ის პროექტის ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMRT) ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში „გაამწავანე შენი უნივერსიტეტი“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯგუფმა გამარჯვება მოიპოვა. ბიოლოგიისა და ეკოლოგიის მიმართულების სტუდენტების ჯგუფმა ,,GREEN BSU-“-მ (სალომე აბულაძე, აქსანა ჯინჭარაძე, იაგო ტაკიძე და მარიტა ბარაბაძე) პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის გამწვანების და გარემოზე ზრუნვის პროექტი წარადგინა და ფინანსური ჯილდო მოიპოვა.
კონკურსში, სხვადასხვა უნივერსიტეტების გუნდებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი გუნდი მონაწილეობდა: ,,GREEN BSU”, ,,დეკა“ და ,,მწვანეები. ხოლო ბსუ- ორი გუნდი „დეკა“ - (ეკოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტებით რუსუდან ბეჟანიძე, ანანო ხახუტაიშვილი, ნინო სითათაშვილი) და მედიცინის ჯგუფი „მწვანეები“ (ანა ბოლქვაძე, თამარ ირემაძე, თეონა გაბაიძე) საინტერესო პროექტის წარდგენისთვის დაფინანსდებიან.
პროექტი საქართველოს ორ რეგიონში - კახეთსა და აჭარაში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. გამარჯვებულ გუნდებს WMRT პროგრამა დაეხმარება გამარჯვებული იდეების განხორციელებაში.
უკან |