საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ ნორვეგიულ კომპანიას თევზის მრეწველობის სპეციალისტებს მოუმზადებს

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნორვეგიულ კომპანიასთან  ,,Green Sea Food ‘’-თან  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, პრორექტორებმა ნათია წიკლაშვილმა და თამარ სირაძემ,  საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორებმა ნორვეგიული კომპანიის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დაიგეგმა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომლის ფარგლებშიც ბსუ-ს საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტი აჭარაში თევზის მეურნეობის მოსაწყობად საჭირო სპეციალისტებს მოამზადებს. პროექტის ფარგლებში, ნორვეგიულ უნივერსიტეტებთან, უმაღლეს სკოლებთან და კომპანიებთან  თანამშრომლობა და სტუდენტების გაცვლა იგეგმება.

ნორვეგიული კონსორციუმი „Green Sea Food“  ქობულეთში ინვესტიციის განხორციელებას და საპილოტე პროექტის სტატუსით, თევზის (ნორვეგიული ორაგულის) მეურნეობის მოწყობას გეგმავს. აღნიშნული პროექტი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას  და თევზის წარმოებას ბიოლოგიურად სუფთა საკვებით ითვალისწინებს .


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა