საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ადიქტოლოგიის განვითარების პროექტის დაკვნითი კონფერენცია ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ადიქტოლოგიის განვითარების პროექტის (ADDIGE/TEMPUS) დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, პრორექტორები-ნათია წიკლაშვილი და თამარ სირაძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მარინა ქორიძე ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა  წარმატებით ხორციელდება. ასევე, ბსუ-ს და GIPA-ს მონაწილეობით  შემუშავდა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა.
საქართველოში ადიქტოლოგიის განვითარების პროექტი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პიონერია ადიქტოლოგიაში (დამოკიდებულების მეცნიერებაში) უმაღლესი და უწყვეტი განათლების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს შესაძლებლობებს დაუპირისპირდეს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ADDIGE (http://www.addige.eu/) პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის TEMPUS პროგრამის მიერ, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების მოდერნიზებას აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში, ძირითადად საუნივერსიტეტო თანამშრომლობის პროექტებს.

ზემოთაღნიშნული კონფერენცია მიზნად ისახავს ამ და სხვა აქტივობების შეჯამებასა და საზოგადოებისა და პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებისათვის გაცნობას.
დარგში მომუშავე ქართველ სპეციალისტებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ ჩეხი, გერმანელი და პოლონელი ექსპერტები.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა