საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სკოლის მოსწავლეების ვიზიტი საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტზე

სურათი

ბათუმის N2 საჯარო სკოლის და ფრანგული სკოლის მე-10, მე-11 კლასელებმა  უნივერსიტეტში არსებული სასწავლო ცენტრები და ლაბორატორიები დაათვალიერეს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა მარინა ქორიძემ შეხვედრისას მოსწავლეებს  უნივერსიტეტში სწავლების პირობები და მოქმედი სასწავლო პროგრამები გააცნო.
მოსწავლეებმა ქიმიის დეპარტამენტში სტუმრობისას მონაწილეობა მიიღეს ქიმიური ექსპერიმენტების და პროგრამულ ცდების ჩატარებაში. ასევე, დაათვალიერეს დასავლეთ საქართველოს ქრომატოგრაფიული ცენტრი, სადაც მათ ცენტრის შესაძლებლობებზე  პროფესორი ალეკო კალანდია ესაუბრა.
კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა. მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები და უნივერსიტეტის შესახებ  საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ. 
ღია კარის დღეს უნივერსიტეტში  ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორები ლალი ჟღენტი და ჟანა ჭითანავა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა