ჩოხოტაურის რაიონის სოფელ ჩხაკოურას საჯარო სკოლის მოსწავლეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტს ეწვივნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მოსწავლეებმა ქიმიის სასწავლო ლაბორატორიები და დასავლეთ საქართველოს ქრომატოგრაფიული ცენტრი დაათვალიერეს. ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა მაია ვანიძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო დიდმანიძემ და ცენტრის ხელმძღვანელმა პროფესორმა ალეკო კალანდიამ მოსწავლეებს ცენტრის მუშაობის პრინციპები და მიღწეული შედეგები გააცნეს. ბიორგანული ქიმიის სადოქტორო პროგრამის დოქტორატებმა კი სტუმრებს მცირე ექსპერიმენტები ჩაუტარეს, სახალისო და პროგრამული ცდები აჩვენეს, რითაც შეეცადნენ მათი ინტერესი გაგღვივებიათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ.
ღონისძიება ჩოხატაურის რაიონის ჩხოკაურას სკოლის პედაგოგის ნათელა ირმაძისა და ვიზიტი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ამავე სკოლის მასწავლებლის ჯუმბერ გიორგაძის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |