დაუნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის მეორე კურსის სტუდენტები ეწვივნენ ბათუმის 26-ე სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრს.
სტუდენტები დიდი ინტერესით ჩაერთნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) ბავშვების ყოველდღიურ საქმიანობაში (ძერწვა, ფერწერა, თექისაგან ნივთების დამზადება). შეხვედრის დასასრულს კი ინკლუზიური სკოლის მოსწავლეებმა გამართეს კონცერტი და წაიკითხეს ლექსები.
სამომავლოდ სტუდენტები გამოთქვამენ მზადყოფნას კვლავ ჩაერთონ მსგავსი ტიპის აქტივობებში .
უკან |