საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

პოლონელი მედიკოსები ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონეთის, ქვემო სილეზიის სავოედოს სამთავრობო დელეგაციას მასპინძლობს. დელეგაციას ვიცე-მარშალი ეჟი მიხალაკი ხელმძღვანელობს და დაკომპლექტებულია ქვემო სილეზიის სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებით.

პოლონელ მედიკოსებს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში და ჯანდაცვის მიმართულების აკადემიური პერსონალი შეხვდა. შეხვედრა სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი პროექტების დაგეგმვას შეეხებოდა.

პოლონელი მედიკოსების ვიზიტის ფარგლებში, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტზე მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც ერთობლივი კვლევების განხორციელების, აკადემიური პერსონალის გადამზადების და გაცვლითი პროგრამების შესახებ კონკრეტული გეგმები დასახეს.

აგრეთვე, პოლონელმა ექიმებმა თანამედროვე კვლევებისა და ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის დანერგვის სფეროში საჯარო ლექცია გამართეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა