ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტსა და ბელორუსიის სახელმწიფო უნივერისტეტის ა. დ. სახაროვის სახელობის ეკოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ბსუ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ეკოლოგიური მედიცინის ფაკულტეტის დეკანი იგორ ბუჩენკოვი. პროფესორი ბუჩენკოვი შეხვდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ მარინა ქორიძეს, ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს პროფესორ დავით ბარათაშვილს და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს. დაიგეგმა კონკრეტული სამუშაო გეგმა და მისი განხორციელების ვადები. პროფესორმა ი. ბუჩენკოვიმ დაათვალიერა ფაკულტეტის ლაბორატორიები და გაეცნო კვლევით მიმართულებებს, რის საფუძველზეც გამოიკვეთა ერთობლივი კვლევითი პრიორიტეტები.
უკან |