
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის კანადელმა მიკრობიოლოგმა ჯონ ალდომმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ჩვენ ირგვლივ არსებული უხილავი სამყარო“. მეცნიერმა ქართველ და უცხოელ სტუდენტებს თანამედროვე კვლევის შედეგები და დარგის სიახლეები გააცნო. ღონისძიება ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიხსნა.
უკან |