საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ყარაგანდის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებმა საჯარო ლექციები და მასტერკლასი ჩაატარეს

სურათი

ყარაგანდის სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორებმა აბდულინა გალია ამერბეკოვმა და  ახმეტოვა საულე ბალტაბაევნამ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის წაიკითხეს საჯარო ლექციები და ჩაატარეს პრაქტიკული და ლაბორატორიული კურსი მიკრობიოლოგიაში. ლექციების კურსი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: კლინიკური ბაქტერიოლოგია, მიკროორგანიზმების ეკოლოგია, ადამიანის ნორმალური მიკროფლორა და ჰოსპიტალური ინფექციები. ყარაგანდელმა ბიოოლოგებმა მომავალი მედიკოსებისათვის ასევე, ჩაატარეს მასტერკლასი მიკრობიოლოგიის აქტუალურ თემებზე. ღონისძიებები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყარაგანდის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა