საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

შვეიცარიელი ნეირორეაბიტოლოგის ბარბარა ჟანის საჯარო ლექცია ბსუ-ში

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შვეიცარიელმა ნეირორეაბიტოლოგმა, პროფესორმა ბარბარა ჟანიმ საჯარო ლექცია გამართა თემაზე ,, აჭარის რეგიონში ნეირორეაბილიტაციის სერვისების განვითარების ხელშეწყობა’’. პროფესორმა ნეიოროლოგიურ  დაავადებათა გამომწვევ მიზეზებზე, სტატისტიკასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის სერვისების განვითარებაზე გააკეთა აქცენტი.  ბარბარა ჟანიმ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საკუთარი პრაქტიკული  გამოცდილება გაუზიარა და მსოფლიოში აპრობირებული მეთოდები და თანამედროვე კვლევების შედეგები გააცნო.

ბარბარა ჟანის საჯარო ლექცია  ბსუ-ში აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის  ფარგლებში გაიმართა. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა