29 მაისიდან 05 ივნისის ჩათვლით საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის პერიოდში ფაკულტეტზე მუშაობდა - ბიოლოგიის, ეკოლოგიის, გეოგრაფიის, ქიმიის და მედიცინის სექციები. სხვადასხვა მიმართულების მიხედვით წარმოდგენილი იყო აქტუალური თემები.
სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით გამოირჩეოდა. კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილ იქნა საუკეთესო ნაშრომები სექციების მიხედვით. კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა სერტიფიკატი.
უკან |