დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეების’’ ფარგლებში ვორქშოფი გაიმართა თემაზე „მემკვიდრეობა და ბიომრავალფეროვნება''. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ პროფესორებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა ესაუბრეს.
ბსუ-ს პროფესორებმა მოხსენებები წარმოადგინეს ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის, მისი დაცვისა და პრობლემების შესახებ. აგრეთვე, აჭარის რეგიონის დაცული ტერიტორიების წარმომადგენლებმა სტუდენტებს მტირალას ეროვნული პარკის, კინტრიშისა და მაჭახელას დაცული ტერიტორიების ფლორისა და ფაუნის, ეკოტურიზმისა და პარკების განვითარების მომავალ პერსპექტივებზე ესაუბრეს. ღონისძიების დასასრულს მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე ეკოტური მოეწყო.
,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ პირველად 1985 წელს აღინიშნა, ხოლო 1996 წლიდან ევროპის 50 ქვეყანაში იმართება, მას უკვე 4 წელია საქართველოც შეუერთდა.
უკან |