თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კლაიპედას უნივერსიტეტს შორის. ხელშეკრულება მიზნად ისახავს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. მხარეთა შეთანხმებით, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები, ჩატარდება კონფერენციები, სიმპოზიუმები, ტრენინგები და სემინარები.
უკან |