ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში ამერიკის საელჩოს ერთობლივი პროგრამა
10 დეკემბერი 2015 წელი
პროგრამის მიზანია აკადემიური კვლევების, კვლევითი დიზაინისა და კვლევითი მეთოდების განვითარება, ასევე საქართველოში კვლევების ხელშეწყობა, როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით.
აღნიშნული პროგრამის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს საქართველოში დაგეგმილი მოკლევადიანი სემინარი კვლევების დიზაინსა და მეთოდებზე, რომელიც 2016 და 2017 წლებში ჩატარდება, ასევე აკადემიური წერის (writing mentorship) ონლაინ პროგრამა.
ორივე პროგრამა უპირველესად განკუთვნილია ფაკულტეტის წევრებისა, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. ზაფხულის სემინარის მონაწილეები მიიღებენ სტიპენდიას 1000 აშშ დოლარამდე, ხოლო აკადემიური წერის პროგრამის მონაწილეები 500 აშშ დოლარამდე. 2016 წლის ზაფხულის სემინარის ჩატარების თარიღია 18 ივლისი - 5 აგვისტო.
სემინარი ჩატარდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.
დეტალური ინფორმაციისათვის, მათ შორის სემინარისთვის და ონლაინ პროგრამისთვის განაცხადის წარსადგენად შეგიძლიათ იხილოთ www.georgiaresearch.gmu.edu, კითხვების შემთხვევაში კი დაუკავშირდეთ gepolicy@gmu.edu.
სრულად