სასწავლო ვიზიტი და საკოორდინაციო შეხვედრა სტოკჰოლმის ტექნოლოგიების სამეფო უნივერსიტეტში
26 აგვისტო 2022 წელი

22-26 აგვისტოს, შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში, ტექნოლოგიების სამეფო უნივერსიტეტში HEIN4.0 პროექტის ფარგლებში გამართულ სასწავლო ვიზიტსა და საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის მენეჯერმა, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ და ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვლადიმერ ღლონტმა. ტექნოლოგიების სამეფო უნივერსიტეტის პროფესორმა ანტონიო მაფეიმ, ფილოსოფიის დოქტორებმა მირკო ვარანომ და ფრედერიკ ენოქსონმა ჩაატარეს სემინარები მომხმარებლის საჭიროებების შესწავლისა და მათზე საგანმანათლებლო სერვისების მორგების მეთოდოლოგიაზე, ინოვაციური ტრენინგების შემუშავება-დანერგვის პერსპექტივებზე, წარმოადგინეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის შედეგები, გამოცდილება და ისაუბრეს ახალი პროექტების შემუშავების შესაძლებლობებზე.
სრულად