ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“
7 დეკემბერი 2018 წელი
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ლუვენის უნივერსიტეტი (ბელგია) შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლისა და კონფერენციის „ქართული ხელნაწერი“ მონაწილეთა შესარჩევად. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს (მაგისტრანტებს, მაგისტრებს, დოქტორანტებს და დოქტორებს), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (კლასიკური ან ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, და სხვ.).
სრულად