ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის დირექტორის პოზიციაზე გამოცხადდა ვაკანსია
2 მაისი 2024 წელი
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის დირექტორის პოზიციაზე გამოცხადდა ვაკანსია
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის მიმართულებით ცხადდება ვაკანსია დირექტორის პოზიციაზე. დაინტერესებული აპლიკანტი უნდა ფლობდეს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში, ან სხვა მომიჯნავე დარგში, უნდა ჰქონდეს განხორციელებული კვლევები და სამეცნიერო პუბლიკაციები საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, ლიტერატურასა და პოლიტიკაზე, ასევე, უნდა გააჩნდეს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ასისტენტების მართვისა და ფორმალური სამეცნიერო პრეზენტაციების წარდგენის გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ აპლიკანტი უნდა ფლობდეს ქართულ ენას და ჰქონდეს ქვეყანაში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.
სრულად