„ლიტერატურა და კინემატოგრაფი“
25 ოქტომბერი 2015 წელი
„ლიტერატურა და კინემატოგრაფი“
„ლიტერატურა და კინემატოგრაფი“
„ლიტერატურა და კინემატოგრაფი“
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებულ ლიტერატურულ კლუბში გაიმართა ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორ გია ბარამიძის საჯარო ორდღიანი ლექცია თემაზე „ლიტერატურა და კინემატოგრაფი“. ლექცია მიზნად ისახავდა სიტყვას/ხმასა და გამოსახულებას შორის არსებული კავშირის ნათელყოფას, მხატვრული სახეებისა და კინემატოგრაფიული გამოსახულებების, ლიტერატურული ენისა და კინოენის თავისებურებათა გაანალიზებას. მომხსენებელმა ისაუბრა კინოს, როგორც უნივერსალური ენის, აბსტრაქციისა და უნივერსალიზაციის, გამოსახულებებისა და ნიშნების კომპოზიციის გაგებაზე; ლექცია ასევე ითვალისწინებდა იმის ახსნას, თუ რა მიმართებაშია ერთმანეთთან მხატვრული წარმოსახვა და კინემატოგრაფიული ფანტაზია; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სიუჟეტური დროისა და კინემატოგრაფიული დროის პრობლემას.
სრულად