ფრანგული ინსტიტუტის ატაშეს ვიზიტი
12 დეკემბერი 2016 წელი
ფრანგული ინსტიტუტის ატაშეს ვიზიტი
ფრანგული ინსტიტუტის ატაშეს ვიზიტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თბილისში საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საკითხებში ტერი ბურტე ეწვია. ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებდა. ახლად დანიშნული ატაშე უნივერსიტეტის რექტორს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ფრანგული დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანს შეხვდა. შეხვედრაზე რექტორმა ვრცლად ისაუბრა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობებზე, საუნივერსიტეტო თანამშრომლობაზე და მზაობა გამოთქვა მომავალი თანამშრომლობისათვის.
სრულად