პროექტ „CURE“-ს კონსორციუმის სამუშაო შეხვედრა ისრაელში
24 მარტი 2017 წელი

ევროკავშირის განათლების, აუდიოვიზუალისა და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოსა და გორდონის განათლების აკადემიურ კოლეჯს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ERASMUS+“-ის პროექტი „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული პრინციპების განვითარების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში“ (“Cu¬rri¬cu¬lum Reform for Promoting Civic Education and Democratic Principles in Israel and in Georgia“ – CURE) ხორციელდება. ისრაელში, ქალაქ ჰაიფაში კონსორციუმის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ნანა მაკარაძე, ნინო მიქელაძე, ალიოშა ბაკურიძე და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები - შორენა ფაღავა, ია კუბლაშვილი. ოთხდღიანი შეხვედრის მიზანი იყო პროექტში ჩართული მხარეების მიერ შემუშავებული სილაბუსების შეჯერება, სტუდენტების მიერ მომზადებული პროექტების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა.
პროექტის კოორდინატორია გორდონის აკადემიური კოლეჯი (ისრაელი), ხოლო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პარტნიორი.
სრულად