პროექტი ,,გახდი მენეჯერი სათამაშო მაგიდასთან"

დასრულდა სტუდენტთა ბიზნეს-ეკონომიკური, ინტელექტუალური თამაში ,,გახდი მენეჯერი სათამაშო მაგიდასთან". სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ვაჭრობის, საქმიანობის დაგეგმვის, უძრავი ქონების მართვის, განკარგვის, სტრატეგიული ხედვის განვითარების, კონკურენტებთან ურთიერთობისა და საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელ სხვა ელემენტებისაგან შემდგარი თამაშით მენეჯერისთვის საჭირო უნარ-რჩვევებს რამდენიმე დღის განმავლობაში ივითარებდნენ. 162 სტუდენტიდან ფინალში პირველობისათვის 6 მონაწილე იბრძოდა და გამარჯვება განათლებისა მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს გიორგი ბუხრიკიძეს ერგო. მეორე ადგილი ამავე ფაკულტეტის სტუდენტმა პაატა ჭახნაკიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი - სოციალურ მეცნიერებათა, ფიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტმა როლანდ ხომერიკმა. კომპეტენტურმა ჟიურიმ პროექტის საუკეთესო მონაწილეები სხვადასხვა ნომინაციაშიც გამოავლინა. ყველაზე ეფექტური მენეჯერი გულო თურმანიძე გახდა, ინტელექტუალურ მენეჯერად ხატია კონცელიძე დასახელდა, ხოლო რისკიან მენეჯერად - ერეკლე ჭაპანიძე. გამარჯვებულებს ორგანიზატორებმა ფასიანი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.