კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება გაიმართა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება გაიმართა. რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ მანტიებში გამოწყობილ წარჩინებულ სტუდენტებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრება მიულოცა და სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ, დეკანოზმა, მამა თევდორემ და საზოგადოების წარმომადგენლებმა. უნივერსიტეტი წელს 932 სტუდენტმა დაამთავრა. კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ფარგლებში საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. მაყურებლის წინაშე წარსდგენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ტბეთი“, თანამედროვე ცეკვის ანსამბლი ,,M style 13”, ფოლკლორული და ვოკალური ანსამბლები. კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონია ჯგუფი ,,მგზავრების“ კონცერტით, მანათობელი ფრანებისა და ფოიერვერკების გაშვებით დასრულდა