საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ში კონფერენცია „სამედიცინო შეცდომებით გამოწვეული პრობლემები და მათი გამოსწორების გზები“ გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა თემაზე: „სამედიცინო შეცდომებით გამოწვეული პრობლემები და მათი გამოსწორების გზები“. ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა, პრაქტიკოსმა ექიმებმა და სტუდენტებმა კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს იატროგენული პათოლოგია-პრევენციის, დიაგნოსტიკის, ანომალიებისა და აქტუალური საკითხების შესახებ. ღონისძიება აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის პროგრამა

  • იატროგენული პათოლოგია-პრევენცია, დიაგნოსტიკა, ანომალიები - ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი, ექიმი აკაკი ბერიძე
  • ნაღვლის სადინარების განვითარების ანომალიები - ბსუ-ს სტუდენტი ზურაბ ბოლქვაძე
  • იატროგენია კოვიდ-პანდემიის დროს - ბსუ-ს პროფესორი სოფო ბერიძე
  • ნაღვლის სადინარების იატროგენული დაზიანების ინტრაოპერაციული დიაგნოსტიკა - ექიმი ომარ სურმანიძე
  • ნაღვლის სადინარების იატროგენული დაზიანების ვარიანტები და მათი ოპერაციული კორექცია - ექიმი რაულ ბოლქვაძე

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა