ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ვორქშოპი ჩატარდა თემაზე: „გახადეთ სამყარო უფრო ბედნიერ და ჯანმრთელ საცხოვრებლად ადგილად“. ღონისძიებაზე პროფესორ-მასწავლებლებმა, ეკოლოგიისა და ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მოხსენებები წარმოადგინეს აქტუალურ საკითხებზე.
გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები იმყოფებოდნენ მაჭახელას ეროვნულ პარკში. სტუდენტები გაეცნენ ცოცხალი ბუნების შენარჩუნების, ეროვნული პარკების, ნაკრძალების, დაცული ტერიტორიების დაცვის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. გეოგრაფიის დეპარტამენტის ორგანიზებით ასევე ჩატარდა შეხვედრა, სადაც სტუდენტებმა წარმოდგენილი მოხსენებები გეოგრაფიული გარსების მდგრადობის და მნიშვნელობის შესახებ.
ვორქშოპის პროგრამა:
„დედამიწის ადგილი სამყაროში. გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების როლი" - მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ანა ქათამაძე, მარი გობაძე;
თანამედროვეობის უმთავრესი გლობალური პრობლემები: ა) ტყეების გაჩეხვა და მისი გავლენა გარემოზე, ბ) გლობალური დათბობა, გ) მსოფლიო ოკეანის პრობლემები, დ) ტრანსპორტისა და ურბანიზაციის გავლენა გარემოზე, ე) კონფლიქტური სიტუაციები და გარემო" - თედო სულაბერიძე, თენგო ფაღავა, სანდრო ჯალაღანია;
„ადამიანის როლი თანამედროვე გლობალური პრობლემების გადაჭრაში“ - ლინდა ტაკიძე, ანრი მელაძე;
„გავუფრთხილდეთ ჩვენს სახლს, პლანეტა დედამიწას“ - ეკოლოგიის II კურსის სტუდენტი სესილი გათენაძე;
„როგორ აღნიშნავენ დედამიწის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“ - ეკოლოგიის II კურსის სტუდენტი ნინო ბერიძე;
„დედამიწა, როგორც სიცოცხლის რეზერვუარი და მასთან დაკავშირებული პრობლემები“ - ეკოლოგიის III კურსის სტუდენტები თედო დუმბაძე, გიორგი გეგიძე.
უკან |